ცისფერი თინუსი ტოკიოს თევზის აუქციონზე უპრეცედენტოდ დაბალ ფასად – 37.800 დოლარად გაიყიდა. თევზი 180 კილოგრამს იწონიდა და ის ტოკიოს ერთ-ერთი სუში ბარის მეპატრონემ კისი კიმურამ შეიძინა. მისი თქმით, ეს დღე განსაკუთრებით იღბლიანია, რადგანაც თევზი, რომელიც მან შეიძინა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული თევზია და ასე იაფად ტოკიოს აუქციონზე არასდროს გაყიდულა.
„ძალიან გახარებული ვარ. ჩემს ცხოვრებაში ეს ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი დღეა. ყველას გისურვებთ იგივე იღბალს და იგივე წარმატებას მთელი წლის განმავლობაში“, – განაცხადა კიმურამ.
აღსანიშნავია, ცისფერი თინუსი ტოკიოს თევზის აუქციონის არსებობის ისტორიაში ყველაზე ძვირად – 1 მილიონ ნახევარ დოლარად 2013 წელს გაიყიდა. მაშინ თევზი 220 კილოგრამს იწონიდა. აუქციონის მაშინდელმა გამარჯვებულმა ანონიმურობა შეინარჩუნა და კიმურასგან განსხვავებით მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.