„ცისარტყელის ფერები ლგბტ-მ რატომ უნდა მიითვისოს, გამაგებინეთ, რა. რას ნიშნავს ლგბტ ფერები?! ცისარტყელის ფერებია და ცისარტყელა გამოუჩინა ღმერთმა ნოეს მშვიდობის ნიშნად, მშვიდობის ნიშანია ცისარტყელა.
მე პირადად, ცისარტყელას ვერავის ვაჩუქებ, ცისარტყელა არის ჩემი“, – განაცხადა ახალქალაქის, კუმუდოსა და კარის ეპისკოპოსმა, ნიკოლზ ფაჩუაშვილიმა “ტვ პირველთან” 17 მაისზე საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ლბგტ აქტივისტები ითხოვენ, თემის სოლიდარობის ნიშნად, 17 მაისს თბილისის ანძა სწორედ ლგბტ დროშის – ცისარტყელის ფერებში განათდეს.
სხვა სიახლეები