ცირკის ცხოველები, რომლებიც აშშ-ის პოლიტიკურ კამპანიებში მონაწილეობდნენ (ფოტოკოლაჟი)
ზოოპარკი Benson’s Wild Animal Farm 1926 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებელი – აშშ-ის 26-ე პრეზიდენტის, თეოდორ რუზველტის მეგობარი, ჯონ ბრენსონი იყო. 1933 წლისთვის ეგზოტიკური ცხოველებით მრავალფეროვანი ზოოპარკის ბაზაზე ცირკი გაიხსნა. მისი მობინადრეები ნამდვილი ვარსკვლავები იყვნენ. ბევრი ცხოველი, მათ შორის სპილოები და სახედრები („რესპუბლიკური“ და „დემოკრატიული“ პარტიების სიმბოლოები) პოლიტიკურ კამპანიებში მონაწილეობდნენ. გორილას, სახელად ტონის, 1980 წელს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზეც კი ჰქონდა პრეტენზია.