ციმბირული ჰასკის ჯიშის სამმა ძაღლმა ამერიკაში, კოსტა-რიკის დედაქალაქ სან-ხოსეში კატა, სახელად როზი იშვილა. ABC News -ის ცნობით, ძაღლებმა მშიერი კნუტი შარშან ქუჩაში იპოვეს და შეიფარეს.
„ჩვენმა ჰასკიმ, ლილომ ფაქტობრივად სიკვდილისგან იხსნა მიუსაფარი კნუტი, რომელსაც შიმშილით სიკვდილი ემუქრებოდა. მას ერთი წუთითაც არ ტოვებდა. ვაკვირდები და, მგონი, როზი ახლა თავს უკვე ძაღლად აღიქვამს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ცხოველების პატრონმა. მარი დეივუდის თქმით, კატამ „მეურვეებისგან“ ყველა ის კარგი თვისება შეიძინა, რაც ძაღლებს აქვთ – მან უკვე გადალახა წყლის შიში, თავი „ღისრეულად“ უჭირავს და ძაღლებივით გაწვრთნილია.
Prev Post
Next Post
სხვა სიახლეები