ინგრედიენტები: ყავა- 300 მლ. შოკოლადი – 50 გრ. პიტნის სიროფი – 2 ს/კ. ნაყინი – 100 გრ. ყინული. მომზადების წესი: ყავა გავაკეთოთ და ცხელ ყავაში შოკოლადი დავადნოთ. გავაცივოთ და ნაყინი, პიტნის სიროფი, ყინულები დავუმატოთ და დაბლენდეროთ. ბოლოს ნაყინით და პიტნის ფოთლებით მოვრთოთ.