“ცეცხლს წავუკიდებდი და დავწვავდი” – ზაზა ნადირაძე გურამ კაშიას შესახებ

24 წლის ნიჩბოსანმა, ევროპის ჩემპიონმა, ზაზა ნადირაძემ, ჟურნალ „სარკესთან“ ფეხბურთელ გურამ კაშიას შესახებ ისაუბრა, რომელმაც გასულ წელს ჰოლანდიაში ერთ – ერთ მატჩზე “ლგბტ” პირების მხარდასაჭერად მათი სამკლაური გაიკეთა, რასაც საზოგადოების გაღიზიანება მოჰყვა.
“გურამს არ ვიცნობ, მისი პირადი მოსაზრებები არ ვიცი. მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს, იმ სამაჯურს, თუ რაც არის, სიმბოლო რაც ხელზე გაიკეთა, ცეცხლს წავუკიდებდი და დავწვავდი. ითხოვენ აქ ზედმეტ უფლებებს და თავზე გვასხდებიან. აჯობებს, იმკურნალონ! მე მხარს არ ვუჭერ მათ დროშას და არც მათ მომხრეებს.
“თუ დაწერთ, დააკონკრეტეთ, რომ სიძულვილის ენით არ ვსაუბრობ!” – განაცხადა ნადირაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები