თვითმხილველები შოკისმომგვრელი მოვლენის შემსწრე გახდნენ, როდესაც ქუჩაში მიტოვებული ჩვილი ბავშვი იპოვეს. ერთჯერად შავ ცელოფანში გახვეულ ახალშობილს ,თან მუცელზე მოუჭრელი ჭიპლარი ჰქონდა. ქუჩაში გავლელებმა, რომლებმაც პატარა იპოვეს, პარკში დედის პლაცენტაც ნახეს.
პოლიეთილენში გახვეული ჩვილი საბედნიეროდ ცოცხალი აღმოჩნდა. მნახველებმა ის ცელოფნიდან ამოიყვანეს და სუფთა ნაჭერში გაახვიეს. ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
თუ სად არის გადაღებული საშინელი კადრები, ეს ამ დრომდე უცნობია. დასავლური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ ვიდეო სავარაუდოდ, ფილიპინებშია გადაღებული.
მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად, ათიათასობით მშობელი ამბობს უარს საკუთარ ახალშობილზე.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=fQF7Egbpwq4[/youtube]