“ცეკვავენ ვარსკვლავების” დასრულების შემდეგ ირაკლი მაქაცარია მიმართვას ავრცელებს

პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავების” გამარჯვებული გიორგი ბახუტაშვილი და ჯულიანა ბარგნარი გახდნენ. სალომე ჭაჭუას და ირაკლი მაქაცარიას წყვილი კი დამარცხდა. ამის შესახებ ირაკლიმ საკუთარ გულშემატკივარს მიმართა:
ირაკლი მაქაცარია: “ჩემო უსაყვარლესებო! პირველ რიგში მინდა ბახუტას და ჯულიანას მივულოცო გუშინდელი გამარჯვება, ისინი მთელი სეზონის მანძილზე ნამდვილად დაუღალავად შრომობდნენ და ენერგიას არ იშურებდნენ იმისთვის რომ მაყურებლისთვის მიენიჭებინათ ის სიამოვნება, რასაც სცენაზე წარმოადგენდნენ! თქვენ ნამდვილად ღირსეული მეტოქეები იყავით ჩვენთვის (მხოლოდ სცენაზე).”

კომენტარები

სხვა სიახლეები