თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის მამის, ფრიდონ აბჟანდაძის თქმით, მას შვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. როგორც მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, ის “ცამდე მართალია”.
„ცამდე მართალი ვარ… მე და ჩემი ბიჭი ძმაკაცებივით ვიყავით, ეს რაც პროკურორმა თქვა, თურმე რეციდივისტი ვყოფილვარ. ისეთები თქვა პროკურორმა დასახვრეტი ვყოფილვარ”, – ამბობს ფრიდონ აბჟანდაძე.
შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 11 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს. ფაქტზე 49 წლის კაცი, გარდაცვლილის მამა დააკავეს.
გაირკვა, რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.