სერიალი „ჩცდ” ქართულ რეალობას ყველაზე მკაფიოდ ასახავს. ყველას შეუძლია სერიალის პერსონაჟებს შორის ამოიცნოს საკუთარი თავი ან მეგობარი, ნაცნობი ან სულაც ნათესავი. სერიალის პერსონაჟები მაყურებელმა თავიანთი ნაკლოვანებებით შეიყვარა. „ჩცდ”-ში ნათლადაა წარმოჩენილი ურბანიზაციული პრობლემები. სცენარისტებმა საინტერესო პარალელი გაავლეს პროვინციული და ქალაქური ცხოვრების წესებს შორის, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესო გამოვიდა ქალაქში ჩამოსული პროვინციელების გარდასახვა.
წყარო:https://www.palitravideo.ge