ჩოგბურთელმა ქალმა კორტებზე მაისური გამოიცვალა, რასაც მსაჯის პროტესტი მოყვა (ვიდეო)

ჩოგბურთში აშშ-ს ღია ჩემპიონატის (US Open) 1/64-ის ფინალური მატჩი ფრანგ ალიზე კორნეს და შვედი იუჰანა ლარსონს შორის შედგა. მატჩი +38 გრადუსიანი სიცხის პირობებში მიმდინარეობდა და მსაჯმა ჩოგბურთელ გოგონებს 10-წუთიანი შესვენების უფლება მისცა. ალიზე კორნე კორტებზე უკუღმა ჩაცმული მაისურით დაბრუნდა. როდესაც ეს შეამჩნია, იქვე კორტზე გამოიცვალა მაისური. მსაჯმა მას არასპორტულ ქცევაში დასდო ბრალი და ე.წ code violation უჩვენა.
ჩოგბურთის მოყვარული სოციალური ქსელების მომხმარებლები მსაჯის გადაწყვეტილებამ აღაშფოთა და ის სექსიზმში დაადანაშაულეს. ერთ-ერთი ინტერნეტ მომხმარებლის თქმით, მამაკაცებს აქვთ უფლება პირდაპირ კორტზე გამოიცვალონ ტანისამოსი, ქალებს კი კვლავ უსამართლოდ ჩაგრავენ.

https://www.youtube.com/watch?v=n0jWYGDsO9o&feature=youtu.be

კომენტარები

სხვა სიახლეები