ინგრედიენტები:
კარტოფილის ჩიფსები,
პომიდორი – 300 გრ.
ყველი – 100 გრ.
ნიორი – 2 კბილი,
მაიონეზი, მწვანილი, ზეთისხილი.
მომზადების წესი: პომიდორი და მწვანილი წვრილად დაჭერით, ყველი გახეხეთ. ერთმანეთში შეურიეთ და დაჭყლეტილი ნიორი, შემდეგ მაიონეზი დაუმატოთ. მიღებული მასა ჩიფსებზე დაადეთ. ზეთისხილით მორთეთ.