ჩინელმა ბიზნესმენმა 6400 თანამშრომელი დასასვენებლად პარიზში წაიყვანა (6 ფოტო)

ჩინური კომპანია Tiens Group-ის ხელმძღვანელმა, მილიარდელმა ლი ჯინუმ კომპანიის დაარსებიდან 20 წლისთავის აღსანიშნავად, 6 400 თანამშრომელი დასასვენებლად საფრანგეთში წაიყვანა.

ამისთვის, მას პარიზში 140 ოთხი და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და 4 700 ნომრის დაჯავშნა მოუწია. ტურისტების ყველაზე დიდი ჯგუფი პარიზიდან ნიცაში 147 ავტობუსით გადაიყვანეს.

4 დღიანი ტურის განმავლობაში, თანამშრომლების კვებაზე, სასტუმროსა და ექსკურსიებზე, 13 მილიონი დოლარის ბიუჯეტია გამოყოფილი.

57 წლის ლი ჯინუ „ფორბსის“ მილიარდელების სიაშია.

TIENS Group ჩინეთში, ქალაქ ტიანძინში 1995 წელს დაფუძნდა. კომპანია მრავალეროვან კონგლომერატს წარმოადგენს, რომელსაც ფილიალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გააჩნია. მისი საქმიანობა ფინანსები და უძრავ-მოძრავი ქონება და აქტივებით ვაჭრობაა და ქველმოქმედებაშიც აქიურად არის ჩართული.

კომენტარები

სხვა სიახლეები