ჩინეთში მიწისქვეშა ოკეანე აღმოაჩინეს

ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სინძიან-იუგურის ავტონომიურ რაიონში მეცნიერებმა მიწისქვეშა ოკეანეს მიაგნეს. ამის შესახებ Discovery იუწყება.
გიგანტური წყლის რეზერვუარი ტარიმის ღრმულში აღმოაჩინეს. მისი ფართობი დაახლოებით 1 მილიონ კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, რაც ეგვიპტის ფართობს უდრის.
სინძიანის ინსტიტუტის პროფესორის ლი იანის განცხადებით, რომელიც კვლევებს ატარებდა, ამ რეზერვუარში წყლის რაოდენობა შეიძლება გაცილებით დიდი იყოს. წყალი საკმაოდ მლაშეა და ის სასმელად არ გამოდგება.

კომენტარები

სხვა სიახლეები