უცნაური საქორწინო დავა განიხილეს ჩინეთის ერთ-ერთ სასამართლოში, სადაც მამაკაცმა ცოლთან განქორწინება ქორწინებიდან ექვსი თვის შემდეგ მოითხოვა. მისი განმარტებით, მეუღლე „ზედმეტად ბევრს ჭამდა“, რაც ოჯახურ თანაცხოვრებას ართულებდა.
მამაკაცმა სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, რომ ქალს დაებრუნებინა 20 ათასი იუანი, რომელიც ნიშნობისას გამოსასყიდის სახით ჰქონდა გადახდილი. ამასთან, დამატებით 30 ათასი იუანის ანაზღაურებაც მოითხოვა — როგორც მეუღლის კვებაზე გაწეული ხარჯები.
სასამართლომ კვების ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა უარყო და განმარტა, რომ საკვების მიღება ადამიანის ნორმალური და აუცილებელი ცხოვრებისეული საჭიროებაა და ამის საფუძველზე კომპენსაციის მოთხოვნა დაუშვებელია. თუმცა, ნიშნობის გამოსასყიდის ნაწილის დაბრუნება დასაშვებად მიიჩნია და ქალს თანხის ნაწილის გადახდა მოუწია. .
სასამართლო განხილვის დასრულების შემდეგ წყვილი ოფიციალურად განქორწინდა.