ჩინეთში „ვიქტორია სეკრეტის“ ჩვენება გაიმართა (ფოტო,ვიდეო)

ჩინეთში პირველად, „ვიქტორია სეკრეტის“ ჩვენება გაიმართა, ჩვენებაში მონაწილეობა, რამდენიმე წამყვანმა მოდელმა ვერ მიიღო.
შანხაიში გამართულ „ვიქტორია სეკრეტის“ ყოველწლიურ შოუს, ბელა ჰადიდი, ალესანდრა ამბროსიო, რომი სტრიჯი და ქენდის სვონპოლი ხელმძღვანელობდნენ.
55 მოდელმა „მერსედეს-ბენცის“ არენაზე სამოდელო ჩვენება მოაწყო. შოუს მუსიკალური გაფორმებისთვის „ვიქტორია სეკრეტის“ წარმომადგენლებმა, მუსიკოსები რამდენიმე თვით ადრე დაითანხმეს.
შოუში რამდენიმე ინციდენტიც მოხდა, ერთ-ერთ მოდელს ფეხი აუსრიალდა და ძირს დაეცა.
კეტი პერი სამოდელო ჩვენებაში მონაწილეობას აპირებდა, თუმცა მას ვიზაზე უარი, იმ კაბის ტარების გამო განუცხადეს, რომელზეც მზესუმზირები იყო გამოსახული.
“Global Times”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯიჯი ჰადიდის და კეტი პერის ჩვენებაზე არყოფნის მიზეზი და ვიზაზე უარის მიღება, სავარაუდოდ, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
“ჩინეთის ბაზარში, კარიერულ განვითარებაზე მომუშავე ადამიანებისთვის, ეს გაკვეთილი იქნება და ჩინეთში წესების დაცვას ისწავლიან“ იტყობინება ჩინური მედია.

კომენტარები

სხვა სიახლეები