ჩინეთის ერთ-ერთი ოჯახის 500-მა წევრმა სამახსოვრო ფოტო გადაიღო. ისინი ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად ჩჟეცზიანის პროვინციის სოფელ შიშეში შეიკრიბნენ.
ფოტოგრაფმა ჩჟან ლანზენმა მრავალრიცხოვან ოჯახს ფოტოები დრონის მეშვეობით გადაუღო. მისი თქმით, რენის ოჯახის ისტორია 850 წელს ითვლის, თუმცა ბოლო 80 წლის განმავლობაში გენეოლოგიური ხის განახლება არ მომხდარა.
ამჟამად სოფლის უხუცესები ამ ხარვეზის აღმოფხვრას შეეცდებიან.
Next Post
სხვა სიახლეები