ჩინეთში გეების განკურნებას ელექტროშოკით ახდენენ (ვიდეო)

 

მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს ჰომოსექსუალიზმის განკურნება ჩინეთში უკანონო ქმედებად აღიარეს, ადგილობრივი ექიმები კვლავ სთავაზობენ მსურველებს „დაავადების მოშორებას“.

ბრიტანული ტელეარხ Channel 4-ის ჟურნალისტებმა, ჩინეთში ჰომოსექსუალიზმის არალეგალურ კლინიკურ მკურნალობებზე რეპორტაჟი მოამზადეს. ასეთი კურსის ღირებულება იქ 500 დოლარს შეადგენს. რეპორტიორი ქალაქ ტიანცზინში არსებულ საავადმყოფოში მივიდა და მკურნალობის სურვილი გამოთქვა. ექიმმა მას მაშინვე ელექტროშოკი შესთავაზა. მკურნალის თქმით, ეს ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

„როდესაც კაცს ხედავთ, თქვენ ის გინდებათ… ჩემი მისიია, რომ კაცისადმი სურვილი ტკივილითა და ღებინების გრძნობით შეგიცვალოთ,“- აღნიშნა მედიკოსმა.

ელექტროშოკის გარდა, „სპეციალისტმა“ Channel 4-ის ჟურნალისტს ტაბლეტებიც გამოუწერა, რომლებიც გულის რევას იწვევენ.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს კანადელ ექიმს, რომელიც ჰომოსექსუალებს ელექტროშოკით ტანჯავდა, რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

[youtube]https://www.youtube.com/watch?t=54&v=hMdGs259sVA[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები