არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ჩინეთში ქალაქი უხანი გაიხსნა, კარანტინის მკაცრი პირობები შემსუბუქდა და საზოგადოება ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. მსოფლიომ იფიქრა, რომ ჩინეთმა ვირუსი დაამარცხა. თუმცა, ვირუსი ჩინეთის სხვა ქალაქებში გამოჩნდა. ამ დროისათვის, ყურადღების ცენტრშია მოქცეული ქალაქი ჰარბინა და მისი 1 500 მაცხოვრებელი, რომელთაგან 70–ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ჰარბინი რუსეთს ესაზღვრება. როგორც ცნობილია, დაავადებულთა უდიდესი რაოდენობა ერთი ოჯახის წევრები და ახლობლები არიან, თუმცა არის ისეთი შემთხვევები, რომლებიც, ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, რუსეთიდან შეიტანეს. ხელისუფლება შიშობს, რომ ჰარბინი შესაძლოა, ახალი უჰანი გახდეს. სწორედ ამიტომ, სასწრაფოდ აამოქმედეს მკაცრი საკარანტინო წესები. ჩაიკეტა ქალაქში შესასვლელ–გასასვლელები და მოსახლეობას გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე გარეთ გასვლა აეკრძალა.