სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” მე-18 სეზონს 18 სექტემბრიდან განაახლებს. საყვარელ სერიალს კვირაში ორჯერ იხილავთ.
ახალი სეზონის ყურება რამდენიმე პერსონაჟის გარეშე მოგიწევთ. მათ შორის, ორი ძალზედ სახასიათო და “სტაჟიანი” გმირის გამოკლებით.
ჩცდ ჩიკამ და ცოტნემ დატოვეს. მსახიობები, ანა ჩირაძე და გიორგი ბახუტაშვილი, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გუნდს შეუერთდნენ. ორივე სხვადასხვა მეგაპროქტის წამყვანის ამპლუას მოირგებს. აი, თუ რომელს, რომელ შოუში ვიხილავთ, ამაზე ოდნავ მოგვიანებით. თვალი ადევნეთ სიახლეებს “პრაიმტაიმზე”.
ბუნებრივია, მსახიობების წამოსვლასთან დაკავშირებით იქნებოდა სკანდალები… წყენა… პროდიუსერი ირაკლი საღინაძე კი ამბობს, რომ დანაკლისად არ აღიქვამს, მათ წასვლას, თუმცა მაყურებელი, არა მგონია, ასე ფიქრობდეს.
რაც შეეხება სერიალში მათი გმირების, ჩიკასა და ცოტნეს გაუჩინარებას: ჩვენი ინფორმაციით, ჩიკა კვდება. რაც შეეხება ცოტაშვილს, ეს არის პერსონაჟი, რომელსაც სერიალში ბევრჯერ “დავემშვიდობეთ”, თუმცა ტრანსფორმაციის რამდენიმე ეტაპი გაიარა და ახალ-ახალი დრამით ისევ დაბრუნდა.
“იმედიდან” წამოსვლის შემდეგ მღვდლად გამოგვეცხადა, შემდეგ ტროლად დაბრუნდა. აღმოჩნდა, რომ მსახიობმა სერიალიდან “წასვლის” ლიმიტი ამოწურა და მას უკან აღარ მიიღებენ.
“ფორმულა კრეატივის” პროდიუსერი, ირაკლი საღინაძე “პრაიმტაიმთან” საუბრისას ამბობს, რომ არც მსახიობი დანაკლისი არ არის სერიალისთვის.