ჩიკაგოში პოლიციელის მიერ მოზარდის მკვლელობის კადრები გავრცელდა (ვიდეო)

ამერიკაში, ჩიკაგოში 13 წლის მოზარდი მოკლეს.
შემთხვევის ამსახველ ვიდეომასალას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
ვიდეოჩანაწერი 29 მარტისაა და ჩანს პოლიციელის მიერ 13 წლის ბიჭის მკვლელობა.
ვიდეოში ისმის ხმა, როგორ ყვირის პოლიციელი  – „დააგდე!“. ირკვევა, რომ უშუალოდ იმ დროს, როცა ბიჭს ესროლეს, მას იარაღი ხელში არ სჭერია, თუმცა, გავრცელებულ კადრებში იარაღი ბიჭის სიახლოვეს ჩანს.
დაღუპული მოზარდი ლათინოამერიკელი ადამ ტოლედოა. შემთხვევას მოსახლეობის ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები