ჩიას პოპულარობა მსოფლიოში დღითი დღე იზრდება და დამსახურებულადაც. როგორც აღმოჩნდა, ეს მცენარე შეიცავს თითქმის ყველა იმ ნივთიერებას, რომელიც ადამიანის ორგანიზმს სჭირდება – ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, ვიტამინები, ანტიოქსიდანტები, მინერალები. ის საუკეთესო დამხმარეა წონის კლების დროსაც.
ინგრედიენტები:
2 სუფრის კოვზი ჩიას თესლი
1 ლიტრი წყალი
1 ლიმონი
1 კიტრი
10-12 პიტნის ფოთოლი
1 სმ ჯანჯაფილის ძირი (დაჭრილი)
1 ჩაის კოვზი თაფლი (სურვილისამებრ)
მომზადების წესი:
წყალში ჩაყარეთ ჩიას თესლი და დატოვეთ 20-30 წუთი. კიტრი დაჭერით თხელ ნაჭრებად. ლიმონი დაჭერით რგოლებად. დოქში ჩაყარეთ უკვე გაფუებული ჩიას თესლი, დაამატეთ კიტრის და ლიმონის ნაჭრები, პიტნის ფოთლები და ჯანჯაფილი. დაასხით წყალი და კარგად აურიეთ. შეინახეთ მაცივარში და მიირთვით მთელი დღის განმავლობაში.
ჩიას თესლი წყალში ფუვდება და ზრდის მოცულობას, რაც იწვევს დანაყრების გრძნობას. მაღალი ბოჭკოების შემცველობა ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და კუჭის დაცლას. ლიმონი და ჯანჯაფილი აჩქარებს მეტაბოლიზმს. კიტრი დაბალკალორიულია და მდიდარია წყლით, რაც ეხმარება ორგანიზმს დეტოქსიკაციაში. პიტნა აუმჯობესებს გემოს და ეხმარება საჭმლის მონელებას.
დალიეთ სასმელი დილით უზმოზე და ჭამამდე 30 წუთით ადრე, რომ მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ წონის კლების პროცესში.
სხვა სიახლეები