სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტომ, რომელზეც მამაკაცი ჩვილს სიგარეტს უდებს პირში, ინტერნეტმომხმარებლები შოკში ჩააგდო. სოციალური ქსელის მომხმარებლების აღშფოთებას ვერ მალავენ და ბავშვის მშობლებს აკრიტიკებენ.
„კვირა +“ იმ პირს დაუკავშირდა, რომელმაც ფოტო გაავრცელა. ის არასრულწლოვანია. როგორც მარიამ თ.-მ აღნიშნა, ბავშვის ნათლიაა და ფოტო თავად გადაიღო, თუმცა ამის მიზანი მხოლოდ ხუმრობა იყო. მოგვიანებით მან ფოტო ფეისბუქის პირადი გვერდიდან წაშალა.
მარიამმა ჩვილის მამასთან გადაგვამისამართა, რომელიც ამბობს, რომ ფოტოს გადაღების პროცესში თავადაც მონაწილეობდა და ამაში რაიმე დანაშაულს ვერ ხედავს.
„საქმის კურსში ვიყავი და ბავშვს ფოტო მე თვითონ გადავუღე. პატარასთან სიგარეტს არ ვეწევით. მერე რა, რომ სიგარეტი უდევს ბავშვს პირში. სოციალური მუშაკები თუ იძიებენ მსგავს ფაქტებს, არ ვიცოდი. ვცხოვრობ ზაჰესში, ვინმეს რამე თუ უნდა, შეუძლია მოიკითხოს“, – აცხადებს ბავშვის მამა, რომელიც მის სახელს და გვარს არ ასახელებს.
„ეს არაა ხუმრობა! ესაა უვიცობა და სისასტიკე!!!“; „ამაზე უნდა უჩივლო ამ ვიღაცას რა! ერთი ეს და მეორე ალკოჰოლის ბოთლს რომ მიუტანენ პირთან და ამაზე ხორხოცებენ. მსგავსი უვიცობა არ ვიცი რა. რამე მაინც წაიკითხონ“; „ამ ბავშვის მშობლები მართლაც რა ლეველზე არიან გონებრივად,ალბათ რთული გამოსაცნობი არაა და რამდენია ასეთი კიდევ,რა სამწუხაროა“ – წერენ აღშფოთებული ინტერნეტმომხმარებლები.
სხვა სიახლეები