“ჩვენ სხვადასხვა ბანაკში ვართ” – რას ამბობს ნუცა კუხიანიძე მამის მიერ ექიმის ოჯახზე კომენტარზე

მსახიობი ნუცა კუხიანიძე მამის, ერეკელე კუხიანიძის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის აუგად მოხსენიების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“რა გითხრათ, ძალიან სამწუხარო რამ მოხდა. მამაჩემი ოჯახის წევრია და ვწუხვარ, რომ მან ასეთი ფორმით გამოხატა თავისი პოზიცია. მე მის პოზიციას არ ვიზიარებ, სულ სხვა შეხედულება მაქვს. მასთან ამ თემაზე ლაპარაკიც არ მქონია. მან აირჩია ეს პარტია – “ქართული ოცნება” და მიჰყვება თავის გზას. დამოუკიდებელი ადამიანია და ეს მისი გადაწყვეტილება იყო. ძალიან ვინერვიულე, რადგან ბევრი ნეგატივი წამოვიდა მისი მისამართით და ასევე – მისგანაც. რადგან ჩემი ოჯახის წევრია, არ ნიშნავს, რომ დავეთანხმები მის პოზიციას. ყველა ადამიანი თავად ირჩევს თავის გზასაც და პოზიციასაც. აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ეს რაღაც ზღვარს არ უნდა სცილდებოდეს.
ვაჟა ექიმის საკითხი ძალიან სენსიტიურია, ის ამ ეტაპზე გასაჭირშია და შენ, როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, დახმარება უნდა გაუწიო და არა – დააკნინო.
ეტყობა, როცა ასეთ მწვავე განცხადებას აკეთებ ადამიანი, მერე ზღვარს კარგავ, ვერ აკონტროლებ, რა თქვა, რა მოიმოქმედო.
მამაჩემი მუდამ თავისებური ადამიანი იყო, ყოველთვის თავისი სიმართლე და განსხვავებული წარმოდგენები ჰქონდა. უცნაური ადამიანია ძალიან. ჩვენ სხვადასხვა ბანაკში ვართ და ეს ძალიან სამწუხაროა. ამის გამო ბევრჯერ გვიკამათია კიდეც. ისტორია შეაფასებს ყველაფერს.
ძალიან ვნერვიულობ მამაჩემზეც და კარგი იქნებოდა, ასეთი რამ არ მომხდარიყო ან და, თუ აუცილებელი იყო აზრის დაფიქსირება, სხვა ფორმით გაეკეთებინა ეს, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი ფორმა ამჯობინა და ეს მისი არჩევანია,” – წერს ნუცა კუხიანიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები