ჟურნალ „სარკის“ ჟურნალისტი, 24 წლის ირმა ჭკუასელი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„გაფრინდა ჩვენი პატარა ჩიტი, ჩვენი რედაქციის ყველაზე პატარა ჟურნალისტი, ჩვენი მებრძოლი, ყველაზე კეთილი და კეთილშობილი.
თვითონ უკეთეს სამყაროში გადავიდა, ჩვენ დაგვაკლდება ძალიან, ჩვენ ვერ ამოვავსებთ ამ სიცარიელეს…”, – წერს მედეა სანაია.