“ჩვენ ამაყად, თავაწეული ვივლით” – სოსო პავლიაშვილისა და გრეგორი ლეპსის დუეტი კრემლში, რომელიც 9 მაისს მიუძღვნეს

სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა და გრე­გო­რი ლეპს­მა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში გა­მარ­ჯვე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად დუ­ე­ტი ჩა­წე­რეს, რომ­ლის პრე­მი­ე­რაც კრემ­ლის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში შედ­გა.

სიმ­ღე­რას “9 მა­ი­სი” ჰქვია და რო­გორც რუ­სულ მე­დი­ას სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ეს სიმ­ღე­რა დიდი სა­მა­მუ­ლო ომის ვე­ტე­რა­ნე­ბის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი.

“ჩვენ ყო­ველ­თვის ამა­ყად თა­ვა­წე­უ­ლი ვივ­ლით, რად­გან ჩვენ­ში სრულ­ფა­სო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის სის­ხლი მი­ე­დი­ნე­ბა, რო­გორც ჩემ­ში იღ­ვრე­ბა ჩემი ბა­ბუ­ის სის­ხლი, რომ­ლის სა­ხე­ლიც მქვია – იო­სე­ბი. ის ფრონტზე გარ­და­იც­ვა­ლა. თავი გა­წი­რა სი­ხა­რუ­ლის­თვის, მშვი­დო­ბის­თვის და უფ­ლის­თვის.”, – გა­ნა­ცხა­და სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა.

მომ­ღერ­ლის თქმით, სიმ­ღე­რის შექ­მნის სურ­ვი­ლი ჯერ კი­დევ 90-იანი წლებ­ში გა­უჩ­ნდა. ამის შემ­დეგ სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი პოეტ მი­ხე­ილ ტა­ნიჩ­თან მი­ვი­და და მუ­სი­კა მო­ას­მე­ნი­ნა, სთხო­ვა ტექ­სტი და­ე­წე­რა.

“ძია მი­ხე­ი­ლი, რო­გორც მე მას ვუ­წო­დებ, თა­ვად იყო ომში და პი­რა­დად იცის ბრძო­ლის შიში და გა­მარ­ჯვე­ბის ნე­ტა­რე­ბა. მას ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა მუ­სი­კა”, – ამ­ბობს პავ­ლი­აშ­ვი­ლი.

დუ­ე­ტი შედ­გა და ორმა ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის რუ­სეთ­ში მო­მუ­შა­ვე მუ­სი­კოს­მა, ლეპს­მა და პავ­ლი­აშ­ვილ­მა, რუ­სებს მო­რი­გი სიმ­ღე­რა შეს­თა­ვა­ზეს. ორი­ვე შემ­სრუ­ლე­ბე­ლი პუ­ტი­ნის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რია და სამ­წუ­ხა­როდ, მას შემ­დეგ რაც მათი ახ­ლან­დე­ლი მშობ­ლი­უ­რი ქვე­ყა­ნა რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რა, პავ­ლი­აშ­ვილ­მა და ლეპს­მა სა­კონ­ცერ­ტო ტურ­ნეც კი მო­ა­წყეს რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად.

ლეპს­მა უფრო მე­ტად “გა­მო­ი­ჩი­ნა თავი” და უკ­რა­ი­ნა­ში დაჭ­რი­ლი რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი კლი­ნი­კებ­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა და გა­ამ­ხნე­ვა.

ლეპ­სი­სა და პავ­ლი­აშ­ვი­ლის დუ­ეტ­მა სიმ­ღე­რა 4 მა­ისს კრემ­ლის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში შე­ას­რუ­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ დღეს რუ­სებ­მა მი­წას­თან გას­წო­რე­ბულ უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ მა­რი­უ­პოლ­ში რუსი ბე­ბი­ის ძეგლი დად­გეს, რო­მელ­საც ხელ­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­შა უჭი­რავს.

წყარო:

კომენტარები

სხვა სიახლეები