„რუსთავი2“ -ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ნინო ჩხეიძის, ნიკა არაბიძისა და ვახო ბიჭიკაშვილის მიერ სოჭში გამართულ კონცერტთან დაკავშირებით სტატუსი გამოაქვეყნა, ნიკა გვარამიას სტატუსს ვახო ბიჭიკაშვილი გამოეხმაურა და განმარტა თუ რატომ მიიღეს სოჭში წასვლის გადაწყვეტილება.
„ჩვენც ბევრი ვიფიქრეთ წავსულიყავით თუ არა სოჭში, სანამ არ დავაზუსტეთ, რომ რომ ეს იყო რიგითი ქართველი-ემიგრანტების ორგანიზებული კონცერტი და არა პუტინთან დაახლოებული და მსგავსი ბინძური საზოგადოების დაგეგმილი ვირიშვილობა! (რომელიც საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს ატარებს) კონცერტს ესწრებოდნენ სრულად ქართველი ადამიანები და ერთი სიტყვაც კი არ თქმულა ჩვენი მხრიდან ოკუპანტის ენაზე! მსგავს კონცერტებს ვატარებთ საბერძნეთშიც, იტალიაშიც, საფრანგეთშიც და ყველგან სადაც ჩვენი ქართველი-ემიგრანტები არიან! სადაც არ უნდა ვიყო ყოველთვის ვიტყვი რომ #რუსეთიოკუპანტია!“, – წერს ვახო ბიჭიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოჭში მომღერალმა ნინო ჩხეიძემ, ნიკა არაბიძემ და ვახო ბიჭიკაშვილმა ადგილობრივი ქართული დიასპორისთვის კონცერტი ჩაატარეს
Next Post
სხვა სიახლეები