„ჩვენს რეანიმაციაში ადამიანები იხრჩობიან იმიტომ, რომ ოჯახის წევრები არ გაუფრთხილდნენ და ამ ხრჩობის ყურება რთულია“ – ლევან რატიანის მიმართვა (ვიდეო)
ახალი კორონავირუსისი შემთხვევბი საქართველოში იმატებს, დღეისათვის 30 ახალი შემთხვევა უკვე დამატებულია. ქვეყანაში უდიდესი საეკლესიო დღესასწაულის მოლოდინში, ეპიდემიოლოგები ინფიცირების შემთხვევების მატებას ვარაუდობენ იმ შემთხვევაში, თუ ხალხი სახლში არ დარჩება.
აღნიშნულთან დაკავშირებით პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ისაუბრა:
„აუცილებლად უნდა მოვახერხოთ ფიზიკური დისტანცია, რომ დროში გაიჭიმოს ეს ყველაფერი, არ დავსნებოვდეთ, არ გავხდეთ ინფიცირებული და არ წამოგვივიდეს ის გართულებები, რაც დღეს მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაშია. ამ ეტაპამდე დაიჭირა ჩვენმა ქვეყანამ, მაგრამ თუ ასე გავაგრძელებთ ღლიცინს, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა, სამწუხაროდ, აკეთებს, ვერ აუვალთ ამას ნამდვილად ქართველი ექიმები, დადგება მომენტი, როდესაც ექიმი ქვეყანას არ ეყოლება. ჩვენც ადამიანები ვართ, ყველას ვთხოვ და მოვთხოვ, ეს იქნება ერი თუ ბერი, ყველას ვთხოვ, რომ ფიზიკური დისტანცია დავიჭიროთ ერთმანეთთან.
მყავს სამი შვილი. თვე–ნახევარია, ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი არ მინახავს, განა არ მენატრება? მენატრება, მაგრამ ეს ცხოვრება დაგვიდგა, უნდა დავცილდეთ ერთმანეთს, რომ გადავრჩეთ. ვერ წარმოუდგენიათ ადამიანებს, რა ხდება ჩვენს რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები იმიტომ, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ, ახალგაზრდები თვითონ გამოძვრნენ, მაგრამ ასაკოვანი ადამიანები მიჯაჭვულები არიან ვენტილაციას და ამ ხჩობის ყურება ძალიან ძნელია, ნუ გაგვაკეთებინებთ იმას, რომ ჩვენც დავიხოცოთ. ნუ გამოვალთ სახლიდან და სახლშიც რომ ვიქნებით, წყალი და ჩაი ერთმანეთის პირისპირ არ უნდა დავლიოთ“, – განაცხადა რატიანმა.