“ჩვენო წამწამებიანო, ხაჭაპურა გოგო” – ანიტა ფაცაციას გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა

2 წლის ანიტა ფაცაციას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსი გოგონას დედამ დაწერა:

„ერთი წელია შეუფრინდი ანგელოზებს კალთის ქვეშ.

ერთი წელია მონატრებად გვექეცი და კიდევ უფრო დიდ სიყვარულად.

ერთი წლის წინ ამ დროს თავს დამტყდარ უზარმაზარ ტკივილთან ერთად იმას ვფიქრობდით, როგორ გვეთქვა შენ ირგვლივ გაერთიანებული ამდენი მოსიყვარულე ადამიანისთვის შენი ცად გაფრენა, როგორ მოვფრთხილებოდით მათ სიყვარულით სავსე გულებს.

ერთი წელია ეს ადამიანები არ გტოვებენ და არ გვტოვებენ.

გვიყვარხარ და იყავი ჩვენთან“, – წერენ ანიტა ფაცაციას ფონდის ჯგუფში.

კომენტარები

სხვა სიახლეები