“ჩვენი სიყვარული ღვთის საჩუქარი იყო” – სოფი ლორენის ოჯახური ცხოვრება (ფოტოკოლაჟი)

სოფი ლორენი: “ჩემი შვილები ჩემთვის ყველაფერია!” 

იტალიური კინოს ლეგენდის სოფი ლორენის ვაჟი 9 იანვარს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ნინო სურგულაძის საქველმოქმედო კონცერტს უდირიჟორებს. კარლო პონტი უმცროსი უკვე საქართველოშია. ის ჟენევაში 1968 წლის 29 დეკემბერს ლეგენდარული მსახიობის სოფი ლორენისა და იტალიელი პროდიუსერის კარლო პონტის ოჯახში დაიბადა.

კარლო პონტი უმცროსი საქართველოში

პონტის, სადირიჟორო კარიერის მანძილზე 30-მდე სიმფონიურ ორკესტრთან აქვს ნამუშევარი, გამოშვებული აქვს ორი ალბომი, რომელშიც შესულია კონცერტები მისი დირიჟორობით, ასევე იგი ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა ამერიკულ რადიო და ტელეარხების მუსიკალურ გადაცემებში. კარლო პონტის მონაწილეობა აქვს მიღებული 11 სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალში და ამ პერიოდის განმავლობაში მას გადაეცა 5 საპატიო ჯილდო. ამჟამად კარლო პონტი აშშ-ში მოღვაწეობს.

მსოფლიო დონის დირიჟორი უკვე საქართველოშია და ის ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონ “ნატვრის ხე” გრანდიოზულ საქველმოქმედო კონცერტს 9 იანვარს, 21:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართავს.
სოფი ლორენი და კარლო პონტი პირველი ვაჟის შეძენას ზეიმობენ

დირიჟორის ცხოვრება მუდამ საინტერესო იყო, მათი ოჯახი მედიის მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა. დედა – სოფი ლორენი ლეგენდარულ მსახიობადაა აღიარებული. სოფი ლორენისა და მეუღლის კარლო პონტის სიყვარულის ისტორია კი, მუდმივი განხილვის თემა გახლდათ.

იგი 13 წლამდე ისე გამხდარი და უშნო იყო, რომ ბიჭები დასცინოდნენ და კბილის საჩიჩქნ ჩხირს ეძახდნენ…

უცნაური რამ არის ბედიწერა, როდის რა სიურპრიზს მოგიწყობს, ღმერთმა იცის… იმ კნაჭა გოგოსთვის კი ყველაზე მოულოდნელი სიურპრიზი ის იყო, რომ 15 წლისა უცებ დამშვენდა, თან ისე, რომ ქუჩაში თვალს აყოლებდნენ…

წლების შემდეგ ეს “შეუხედავი” გოგონა კინოვარსკვლავი გახდა, მთელი იტალია აღმერთებდა და მას კათოლიკური წესის “შებღალვაც” კი აპატია. დიახ, ის სოფი ლორენი გახლავთ, ბუნებრივად ლამაზი, ელეგანტური და მუდამ მომხიბვლელი…

სოფია ვილანი შიკოლონე თავადაპირველად რომში ცხოვრობდა. მას დედა – რომილდა, მარტო ზრდიდა. მამა – რიკარდო ოდნავადაც არ იწუხებდა თავს მათთვის. არადა, რომილდას ის ძალიან უყვარდა და ელოდა. რიკარდო მხოლოდ ერთხელ დაბრუნდა მასთან და რომილდა მეორედ დაფეხმძიმდა. გაჩნდა გოგონა, მარია, თუმცა სოფიასგან განსხვავებით მამამ მას გვარი არ მისცა. რომილდას გაუჭირდა დედაქალაქში ყოფნა და საცხოვრებლად ნეაპოლის ახლოს მდებარე მეთევზეთა პატარა ქალაქ პოცუოლიში გადავიდა…

სოფი 16 წლის იყო როცა მომავალი მეუღლე ერთ-ერთ კაფეში გაიცნო, კარლომ მას სილამაზის კონკურსში მონაწილეობა შესთავაზა, სწორედ ამის შემდეგ აღმოაჩინა მომავალმა მეუღლემ პატარა გოგონას მსახიობური ნიჭი. მამაკაცი მალევე მიხვდა, რამდენად წარმატებული იქნებოდა გოგონა კინომატოგრაფიაში და სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მათი სიყვარულის ისტორიაც.

პირველი მთავარი როლი 20 წლის სოფიმ ფილმ “ოქროს ნეაპოლში” შეასრულა. პირველი ძვირფასი საჩუქარი კი, რომელიც მან საყვარელი მამაკაცისგან მიიღო იყო ბრილიანტის ბეჭედი.

1955 წელს სოფი ლორენი უკვე საკმაოდ ცნობილი და წამატებული ქალბატონი გახლდათ. ის კონკურენციას უწევდა იმ დროსთვის ყველაზე წარმატებულ მსახიობებს , როგორებიც იყვნენ ჯინა ლოლობრიჯიდა  და სილვანა მანაგო. სოფი მსოფლიო ვარსკვლავი გახდა, თუმცა მას თავისი წარტამება არ ადარდებდა, გოგონას სურდა თავისი შეყვარებულის გვერდით იტალიაში ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ კარლოს პირველი ქორწინება მათ დაოჯახებაში ხელს უშლიდა, გოგონა დიდი მოთმინებით ელოდა იმ დროს, როცა საყვარელი ადამიანი საბოლოოდ მის გვერდით იქნებოდა.

სოფია ედუარდოსთან და კარლოსთან ერთად

მაშინ, როცა იტალიელმა იურისტება თითქოს მოაგვარეს განქორწინების პრობლემა და კარლო და სოფი შეუღლდნენ, ვატიკანმა ქორწინება ბათილად სცნო. კარლოს პირველმა მეუღლემ უარი განაცხადა გაყრაზე, ხოლო ორცოლიანობა იტალიის საზოგადოებამ დაგმო. სოფისა და კარლოს სამშობლოდან გაქცევა მოუწიათ. მათ 10 წელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იცხოვრეს. ხოლო 1966 წელს კი, სოფი კარლოს კანონიერი მეუღლე გახდა.

მსახიობის სტრესს თან დაერთო სხვა პრობლემებიც. მას რამენდჯერმე მოეშალა მუცელი და ექიმებმა 9 თვე წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს. სოფისთვის ამ დროს არც ტელევიზია და არც ტელეფონი არ არსებობდა, მისთის არ შეიძლეობდა მკვეთრი მოძრაობა, სტრესი და გაღიზიანება.

“ჩემი ცხოვრება არ ჰგავდა ზღაპარს, ახლაც კი მიჭირს იმ მტკივნეული სიტუაციების გახსენება, რომელიც ჩემს ცხოვრებაში უხვად იყო.”– განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში კინოვარსკვლავმა.

საბოლოოდ კი სოფის შეეძინა ვაჟი კარლო პონტ კინი რომელსაც სუსტი ჯამრთელობის გამო სავადმყოფოდან გამოსვლის შემდგომ კვლავ იქ დაბრუნება მოუწია. 4 წლის შემდეგ მას ისევ ვაჟი შეეძინა, რომელსაც ედუარდო დაარქვეს.
“ჩვენი სიყვარული ღვთის საჩუქარი იყო”

წყვილი, რომლის ურთიერთობა მუდამ ყველასთის მისაბაძი იყო 50 წლის გაგრძელდა, 2007 წელს კი 94 წლის ასაკში კარლო გარდაიცვალა.

ერთხელ, როცა სოფია მეუღლის გასახსენებელი სიტყვით წარსდგა, ცრემლები ვერ შეიკავა. გაახსენდა როგორ ასწავლიდა მას კარლო ომლეტის სწორად ჩანგლის გარეშე მირთმევას. მათი უმცროსი ვაჟს ედუარდოს თქმით: “სოფისა და კარლოს შედარება პიგმალიონთან და გალათეასთან უფრო გაამარტივებდა სიტუაციას, ისინი უფრო მწვრთნელსა და მოსწავლეს ჰგავდნენ…”

კარლო პონტი 2007 წელს, 50-წლიანი ერთობლივი ცხოვრების შემდეგ გარდაიცვალა.

“კარლოს გარდაცვალების შემდეგ გავიდა ხანი, თუმცა არაფერი შეცვლილა, მე ისევ მიჭირს მის გარეშე ყოფნა და ისევ გაუსაძლისად მენატრება. თუმცა ვერაფერს შევცვლით, ყველაფერი ერთდროულად ადამიანს ვერ ექნება, ეს არის ცხოვრების მკაცრი კანონი”– განაცხადა მსოფლიო ვარსკვლავმა.

ხუთი ოქროს გლობუსისა და ორი ოსკარის მფლობელი ქალბატონი დღესაც კარგად გამოიყურება. ბოლო ფილმი “ადამიანური ხმა” კი, რომელშიც მსოფლიო ვარსკვლავმა ითამაშა მისმა უმცროსმა ვაჟმა ედუარდო პონტიმ, ჟან კოკტოს პიესის, მიხედვით გადაიღო. 10 წლიანი შესვენების შემდეგ სოფიმ ფილმში ისევ მთავარი როლი შეასრულა, ფილმი კინოეკრანებზე 2014 წელს გამოჩნდა.

წყარო:http://www.kvirispalitra.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები