ჩეხი ტურისტები საქართველოს მხარდასაჭერი მაისურებით ჩამოფრინდნენ

​სოციალურ ქსელში “რუსეთი ოკუპანტიას” გვერდზე ფოტო გავრცელდა, სადაც ჩეხი ტურისტები საქართველოს რუკის გამოსახულებიანი მაისურებით არიან აღბეჭდილნი.
როგორც პოსტიდან ირკვევა, ტურისტებმა აღნიშნული ჟესტით საქართველოს ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების გამო მხარდაჭერა გამოუცხადეს. “ვენიდან მოფრინავდა გუშინ ჩეხების 15-კაციანი ჯგუფი. კითხვაზე, რატომ გაცვიათ ეს მაისურები-თქო, ვიცით თქვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, ძალიან გვიყვარს საქართველო და ყველამ იცოდეს, სად მივდივართო!”
მაკა მელიქიშვილი”, – ვკითხულობთ პოსტში.
გავრცელებულ ფოტოს სოციალური ქსელების მომხმარებელთა მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. პოსტის კომენტარებში ჩეხ ტურისტებს სოლიდარობის გამოხატვის გამო მადლობას უხდიან.

კომენტარები

სხვა სიახლეები