ჩეხეთში პენსიონერმა საახალწლოდ იხვი მარიხუანით მოამზადა

ჩეხეთის ქალაქ ვრატიმოში მცხოვრები მთელი ოჯახი საავადმყოფოში მარიხუანით მოწამვლის შედეგად აღმოჩნდა. ისინი საახალწლოდ, ბებიის მიერ მომზადებული იხვის გასინჯვის შედეგად მოიწამლნენ.
როგორც გაირკვა, პენსიონერ ქალბატონს მარიხუანა სანელებელში აერია და სწორედ მისი დამატებით იყო მომზადებული შემწვარი იხვი. შედეგად, ოთხ სრულწლოვანს და ორ ბავშვს მოწამვლის მძიმე სიმპტომები დაეწყოთ, მათ შორის, გულისრევა და თავის ტკივილი.
მოგვიანებით დადგინდა, რომ მარიხუანას, სამკურნალო მიზნებისთვის, ოჯახის ერთ–ერთი წევრი მოიხმარდა. მას იხვის მირთმევის შემდეგ მოწამლვა არ აღენიშნებოდა და ჰოსპიტალიზაციას გადაურჩა. საქალაქო პოლიციამ გამოძიება ნარკოტიკების არალეგელური დამზადების მუხლით დაიწყო.

კომენტარები

სხვა სიახლეები