ჩერნობილის ტყის ძლიერი ხანძარი ატომურ ელექტროსადგურს უახლოვდება (ვიდეო)

უკრაინა ტყის ხანძრებს ებრძვის – თითქმის ორი კვირაა, ჩერნობილში ცეცხლს ვერ აქორობენ. ის უკვე ქალაქ პრიპიატშიც გავრცელდა, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა დასავლური მედი ავრცელებს. GlobalNews–ის ცნობით, ხანძარს რადიოაქტიურ ნარჩენებამდე, მიტოვებულ ატომურ ელექტროსადურამდე მხოლოდ 2 კილომეტრი აშორებს. 

ადგილზე 300 სახანძრო–სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული და ისინი ხანძართან გამკლავებას, მის ლოკალიზებას აქტიურად ცდილობენ.

როგორც ცნობილია, ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც 27 წლის მოქალაქემ ცეცხლი ბალახს წაუკიდა. გამოძიება უკვე დაწყებულია და პირი სამართალდაცავებმა დააკავეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები