„ჩემ წინ გაჩნდა მიცვალებულის კუბო თავისი შეკაზმულობით“ – მოქალაქემ გომბორთან სასახლე იპოვა

სოციალური ქსელის მომხმარებელი, დავით მოსიაშვილი გომბორის ტყეში ნაპოვნ, მიცვალებულის სასახლის ფოტოებს აქყვენებს და სტატუსს წერს.

„გომბორის უღელტეხილი ყველა დროს ხომ ლამაზია, მაგრამ ახლა – განსაკუთრებით. შემოდგომას მოუხატავს თავის ფერებით და მგზავრობისას თვალებს გითბობს, აი, ისე Eric Clapton-ის Autmn Leaves -ს ძალათი რომ ჩაგართვევინებს.
გზაზე მრავლადაა ნიშნები  ტექსტით – ,,გაუფრთხილდი გარემოს”, ნუ დააბინძურებ შენს ქვეყანას” და მსგავსები…
როდესაც ვმგზავრობ, ,,სტოპზე” სულ ვაჩერებ, ვიცნობ ახალ ადამიანებს, ვსაუბრობ და მგზავრობას ეს უფრო სახალისოს ხდის. ხო და ერთი სტუდენტი დავიმგზავრე.
ჩემი წინა, სასაფლაოს ისტორიაც ხომ გახსოვთ და, მოკლედ, დავიწყე:
მოვდივართ, ვსაუბრობთ, ვაჩერებ გზად ფოტოებისთვის და თითქმის გამოვიარეთ გომბორის გზა, ეკლესიას გავცდით, ბოლოჯერ შევჩერდი, ხედის გამო ესეც და მორჩა-თქო და ოპააა!
ცენტრალური გზიდან, დაახლოებით, 40-50 მეტრი ტყეში შესვლა მომიწია, მივდივარ თავისუფლად, გარემო ულამაზესი, სიჩუმე- სიჩუმეს მხოლოდ ხიდან ჩამოვარდნილი მორიგი ყვითელი ფოთლის შრიალი თუ არღვევს.
ხო და, არც მეტი არც ნაკლები, ჩემ წინ გაჩნდა მიცვალებულის სასახლე, კუბო, ოთხი ფიცარი თუ როგორც ქვია, თავისი შეკაზმულობით …
პირველი რეაქცია ფოტოაპარატის ჩართვა იყო, შემდეგ – მგზავრის დაძახება, საშინელი შეგრძნება და შემდეგ უკვე ის, რასაც ფოტოებზე ხედავთ.

შემოდგომის ყვითელ ფოთლებს ესეც კი გაულამაზებია, მაგრამ.
სად აგდებ, რომ აგდებ? თან – ლითონისას, არაბიოდეგრადირებადს?
ცოტა შორს მაინც წაიღე ან ნაგვის ურნასთან დადე ან ნაგვის მანქანაზე.
დარწმუნებული ვარ, ბუნების სადღეგრძელოს დიდი ყანწით სვამ და შენი ჭიშკრის წინ არსებულ ნაგავზე მთავრობას ლანძღავ.
ან იმ მიცვალებულმა რა დაგიშავა, სახლი რომ ასე დაუგდე…
პ.ს. ვინც ჩათვლით, რომ ეს რა გადასაღები იყო, გადაიღო კი არა, შიგ უნდა ჩააწვინო ამის აქ დამდები. ალბათ, შემდეგ ისტორიაში მკვდარი შემხვდება პირადად“, – წერს დავით მოსიაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები