“ჩემს შვილს, რუსკას, პატრიარქის წინასწარმეტყველება აუხდა”

მსახიობი თამარ მაყაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში სასწაულს იხსენებს, რომელიც მის შვილს, რუსკა მაყაშვილსა და პარტრიარქს, ილია მეორეს უკავშრდება.

„შემთხვევა რამდენიმე წლის წინ მოხდა. მაშინ რუსკა პროექტში „ცეკვავენ ვარკსვლავები“ მონაწილეობდა. ბევრი მონაზონი მეგობარი მყავს, ისინი ამ პროექტში ჩემს შვილს გულშემატკივრობდნენ. 31 დეკემბრს თბილისში ჩამოვიდნენ, რომ ფინალს დასწრებოდნენ. მანამდე კი საპატრიარქოში წავიდნენ, სადაც პატრიარქს უნდა შეხვედროდნენ და მისთვის დამდეგი შობა-ახალი წელი მიელოცათ. თურმე საპატრიარქოს გარეთ სანამ იდგენენ, რუსოს საკონკურსოს ნომერზე მესიჯს უგზავნიდნენ და თან ნერვიულობდნენ. მოკლედ, ცოტა ხანში შევიდნენ მის უწმინდესობასთან და სანამ რამეს ეტყოდნენ, მან ასეთი სიტყვებით მიმართა დედებს: „ნუ ნერვიულობთ, რუსუდანი მოიგებს“. ეს ნამდვილი საოცრებაა! სხვათა შორის მონაზვნებისგან ხშირად მსმენია, რომ პატრიარქს წინასწარმეტყველების გამორჩეული უნარი აქვს და, როცა მას ხვდები, ზუსტად იმაზე მიგითითებს, რაც გაწუხებს, ან რაზეც ფიქრობ“, – აცხადებს მსახიობი.

წყარო: სარკე

კომენტარები

სხვა სიახლეები