„ჩემს სიცოცხლეში პირველად, პრემიერ-მინისტრს ფეხზე წამოვუდექი და ტაში დავუკარი“ – ბესო ზანგური

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ გადაწყვეტილებას მსახიობი ბესო ზანგური ეხმაურება.

„ირაკლი ღარიბაშვილი – ეს იყო ჩემს სიცოცხლეში პირველად, როდესაც პრემიერ-მინისტრს ფეხზე წამოვუდექი და ტაში დავუკარი ტელევიზიით მისი გამოსვლის შემდეგ, კერძოდ:

1.იკრძალება ონლაინ კაზინო;

2.ბარიერი აიწევა 25 წლამდე;

3. იკეტება და იკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტები და მკაცრად გაკონტროლდება ნარკომანია. არა როგორც დანაშაული და ციხით, ცემა, წამებით, არამედ მკურნალობით… დასაქმებით! აი, ეს არის ჩემი პრემიერი, აი, ეს არის ქვეყანაში დემოკრატიის სურნელი“, – წერს ზანგური სოცქსელში.

ცნობისთვის, პრემიერის განცხადებით, საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, არიან დაკავებულები მავნე ნივთიერებების მოხმარებით.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც და აღნიშნულ საკითხს ის პირადად გააკონტროლებს.

„ამას უკავშირდება ნარკომანია და ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა ამ მეტად დამღუპველ მოძრაობაში. საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, არიან დაკავებულები მავნე ნივთიერებების მოხმარებით. ამიტომ უნდა გამკაცრდეს, მათ შორის, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც. ამის თაობაზე გვენება საუბარი მთავრობის სხდომაზე და მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები