“ჩემს მეგობარს, რომელსაც ერთ დღეს არ უვლია პირბადის გარეშე და ჩანთიდან ფულს პინცეტით იღებდა, კოვიდი დაუდასტურდა” – დათო ლიკლიკაძე
ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მის მეგობარს, რომელიც კორონავირუსის გამო ძალიან ფრთხილობდა, აღნიშნული ვირუსი დაუდასტურდა:
“ჩემს უახლოეს მეგობარს, რომელსაც ერთ დღეს არ უვლია პირბადის გარეშე, პირბადე უკეთია სახლშიც და მანქანაშიც, როცა მარტოა – ასევე, მაღაზიაში რომ მიდის, გამჭვირვალე ფარიც ადევს ზემოდან, რეზინის ხელთათმანებსაც არ იშორებს და ჩანთიდან ფულს პინცეტით იღებს, მარკეტის კარს ბეჭით აღებს, სახლში მიტანილ ბანანს ამ დრომდე სარეცხ ჟელეში რეცხავს და ისე აწყობს მაცივარში, იტალიიდან რომ ჩამოვედი – ორ თვეს გამარჯობასაც არ მეუბნებოდა. სახლში არავის უშვებს და არც თვითონ მიდის სხვასთან, ხელების საპნით დაბანის დროს ორჯერ მღერის საქართველოს ჰიმნს და მერე იმშრალებს, -დღეს კოვიდი დაუდასტურდა. აი, მომკალით და ველოდებოდი ამ დღეს, გული მიგრძნობდა”, – წერს დათო ლიკლიკაძე.