ჩემპიონატში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელს ქათამი აჩუქეს

მალავის სუპერლიგის მე-12 ტურში “ნიასა ბიგ ბალეთსმა” “კარონგა იუნაიტედს” 5:0 მოუგო. ამ შეხვედრას “მალავურ დერბის” უწოდებენ. მასპინძელთა შემტევმა, ჰასან კაიოკემ ამ მატჩში დუბლი შეასრულა, რის გამოც ქომაგმა ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

მატჩის დასრულების შემდეგ, მას პრიზი გადასცეს. ჰასან კაიოკემ გულშემატკივრებისგან საჩუქრად ქათამი მიიღო. აფრიკაში ასეთი საჩუქრები უცხო ნამდვილად არაა. სამხრეთ აფრიკაში მატჩის საუკეთესო მოთამაშეს ინტერნეტის პაკეტი აჩუქეს, ზიმბაბვეში – ლუდი, განაში – სანდლები, ხოლო ბოტსვანაში – სურსათის კალათა.

კომენტარები

სხვა სიახლეები