„ჩემმა თანამშრომელმა საფულე იპოვა ევროებით სავსე და რა მოიმოქმედა? ადგა და…“

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საინტერესო ისტორიის შესახებ წერს.
„ჩემმა თანამშრომელმა დღეს საფულე იპოვა ევროებით სავსე. და რა მოიმოქმედა? ადგა და პატრულში დარეკა. მოვიდა პოლიცია და მოიყვანა დაზარალებული.
ახლა სამსახურის წინ დგანან გაოცებული ჩვენი თანამშრომლები, გაოცებული პატრული და გაოცებული საფულის მეპატრონე. მხოლოდ ელეონორა გოგოლაშვილი არ არის გაოცებული და ვერ ხვდება, რომ პრინციპში ეს გმირობაა. ყოჩაღ ელეონორა! მე არ ვიცი ამ დროს რას ვიზამდი, როცა ევროებს დავინახავდი. გაოცებული მე!“,- წერს ლიკლიკაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები