“ჩემი ცოლის დაქალებს” მორიგ ბრალდებას უყენებენ

სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებს” მორიგ ბრალდებას უყენებენ. ამჯერად მათ საქართველოში დემოგრაფიული პრობლემების დამძიმებაში ადანაშულებენ.
როგორც დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელმა თამარ ჩიბურდანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სერიალში ორსულობის გაშარჟებამ შესაძლოა, ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ცუდად იმოქმედოს.
როგორც ჩიბურდანიძემ განმარტა, მაშინ, როცა ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზეა, ერთიანი დემოგრაფიული პოლიტიკა უნდა გატარდეს და მასში მედია და საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს.
შეგახსენებთ, რომ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” ბოლო სერიები ორსულობის თემას ეხებოდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები