სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” “რუსთავი 2-ზე” აღარ გავა. ამის შესახებ “ფორმულა კრეატივში” განაცხადეს. მათი თქმით, “რუსთავი 2-ზე” სერიალი მხოლოდ სეზონის ბოლომდე იქნება.
“ჩემი ცოლის დაქალები” “ფორმულა კრეატივის” შექმნილი სატირულ-იუმორისტული ჟანრის ქართული სერიალია, რომელიც “რუსთავი 2-ზე” 2011 წლიდან გადის.
მათივე ცნობით, “რუსთავი 2-ზე”, ასევე, აღარ გავა გადაცემები: “ჩემი სამზარეულოს წესები” და “მთავარი ექიმი”.
“ფორმულა კრეატივმა” ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ განაცხადა, სადაც მათივე წარმოებული ყველა პროექტი გავა.
წყარო: ონ.ჯი