ტელესერიალში, “ჩემი ცოლი დაქალები” მონაწილეობის მსურველებს საშუალება ეძლევათ ოცნება აიხდინონ და საყვარელი სერიალის გმირები გახდნენ.
როგორც “ჩემი ცოლის დაქალების” ოფიციალური “ფეისბუქ” გვერდი იუწყება, ქასთინგი 16 სექტემბერს გაიმართება.
“ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !
კვირას, 16 სექტემბერს, 11:00-დან 15:00 საათამდე გიწვევთ “ჩემი ცოლის დაქალების” ქასთინგზე, როგორც პროფესიონალ მსახიობებს, ასევე მოყვარულებს (მასობრივ სცენებსა და ეპიზოდურ როლებში მონაწილეობისთვის).
ასაკი: 17-70
მისამართი: სანდრო ეულის 5ა. (რუსთავი 2)
პ.ს. მე-14 სეზონის დაწყების თარიღს ძალიან მალე შეგატყობინებთ”, – წერია “ჩემი ცოლის დაქალების” “ფეისბუქ” გვერდზე.
სხვა სიახლეები