მეგობრებო!
გუშინ, ტრადიციულად ჩვენი გვერდის საშუალებით, გთხოვეთ, გადაღებაში მონაწილეობის მსურველი 8-13 წლის ბავშვების ფოტოები, სახელი და გვარი, ასაკი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი გამოგეგზავნათ ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე – daqalebifb@gmail.com
სამწუხაროდ, ჩვენ მიერ მოთხოვნილი პერსონალური ინფორმაციის შემცველი მონაცემები, მითითებულ ელ. ფოსტაზე გამოგზავნის ნაცვლად, დაიწერა პირდაპირ ჩვენს გვერდზე, საჯაროდ, კომენტარების სექციაში. ანუ, რამდენიმე ასეულ კომენტარში ეწერა ბავშვების სახელი და გვარი, მათი ფოტო, ასაკი, და მობილურის ნომერი. რაც მთავარია – ასეთი კომენტარების უმრავლესობა გაკეთებული იყო მშობლების მიერ.
ჩვენთვის ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ, აღნიშნული პოსტი ამ დროისთვის წაშლილია. მომავალშიც წაიშლება პერსონალური ინფორმაციის შემცველი ყველა კომენტარი და რასაკვირველია, ასეთი ფორმით წარმოდგენილი კანდიდატურები კასტინგზე არ განიხილება.
ამ დროისთვის შერჩევა დასრულებულია, ყველას დიდი მადლობა.