“ჩემი ცოლის დაქალები” განცხადებას ავრცელებს

პოპულარული სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა პლუსი” უცვლელად გთავაზობთ:
“ყურადღება! ფორმულა კრეატივი აცხადებს საყოველთაო კასტინგს მხოლოდ მათთვის, ვისაც აქამდე ჩვენს არცერთ კასტინგში არ მიუღია მონაწილეობა!
1. თუ ხართ 19-დან 60 წლამდე პროფესიით მსახიობი, გაქვთ სამსახიობო განათლება და გამოცდილება, ან ხართ პროფესიით მსახიობი ყოველგვარი გამოცდილების გარეშე – გელოდებით პარასკევს, 18 სექტემბერს, 11:00-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: სანდრო ეულის 5ა, რუსთავი2.
2. თუ ხართ 19-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანი, არ გაქვთ არანაირი შეხება სამსახიობო სფეროსთან და არანაირი გამოცდილება, მაგრამ გაქვთ უდიდესი სურვილი ითამაშოთ ჩემი ცოლის დაქალებში – გელოდებით შაბათს, 19 სექტემბერს, 11:00-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: სანდრო ეულის 5ა, რუსთავი2”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები