“ჩემი ცოლის დაქალები” განცხადებას ავრცელებს

სერიალი ” ჩემი ცოლის დაქალები” თბილისში მომხდარი სტიქიის გამო გასულ კვირას არ გავიდა ეთერში.

“ხვალ, „კურიერის“ დამთავრებისთანავე „ჩემი ცოლის დაქალების“ ორი სერია გავა „რუსთავი 2“-ზე: 47-ე (რომელიც წინა კვირას უნდა გასულიყო და არ გავიდა) და 48-ე. აქვე გეტყვით, რომ 47-ე სერიაში განვითარებული ამბების თბილისში მიმდინარე მოვლენებთან (წყალდიდობასთან) დამთხვევა შემთხვევითია, სერია გადაღებულია მაისში, სცენარი კი დაწერილია კიდევ უფრო ადრე. ნახეთ ხვალ, „რუსთავი 2“-ზე!” – წერს ” ჩემი ცოლის დაქალები”.

კომენტარები

სხვა სიახლეები