სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” მეთოთხმეტე სეზონი, როგორც სერიალის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, კვირას, 27 იანვარს დასრულდება.
„მეგობრებო, მოახლოვდა ჩვენი შესვენების დროც! მე-14 სეზონი დასრულდება კვირას, 27 იანვარს ფინალური, 52-ე სერიით რუსთავი 2-ზე და ასევე, პარასკევს, 23:00 საათზე – გავა ორი სერია – 49-ე და 50-ე. ახალი სეზონის დაწყების თარიღს მალე შეგატყობინებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” ერთ-ერთი გამორჩეული და პოპულარული თანამედროვე ქართული სერიალია. სატირულ-იუმორისტული ჟანრის ტელესერიალი 2011 წელს დაიწყო და ყოველი ახალი სერიის ეთერში გასვლის შემდეგ, საზოგადოების მუდმივი განხილვის საგანი ხდება. მაყურებელი იმდენად ითავისებს სერიალში ასახულ ამბებს, რომ ხშირად პერსონაჟებს, როგორც ნამდვილ ადამიანებს, ისე განსჯის.
სოფიო რატიშვილი