„რუსთავი 2“-ის სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ ეთერში ბრუნდება. ახალ სეზონს მაყურებელი მარტის თვიდან იხილავს. მე-9 სეზონის პირველი სერიების გადაღებები უკვე დაიწყო, რომლის ამსახველი ფოტოებიც ფეისბუქში უკვე გავრცელდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მომავალ სეზონში სერიალში ბევრი ახალი სახე იქნება.