„ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობს 11 მაისს, ალეკო ბეგალიშვილს სახლი დაეწვა. მსახიობი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ხანძრის მიზეზი ძველი გაყვანილობა გახდა და მეზობლებმა მოახერხეს ცეცხლის ჩაქრობა. ყველასთვის საყვარელი „დუდუ“ ოჯახთან ერთად ქუჩაშია დარჩენილი. „ძველი გაყვანილობიდან ცეცხლი წამებში აალდა და სახლს მოედო. ჩვენ ზემოთ ვინც ცხოვრობს, ისინიც დაზარალდნენ. ამ დროს გადაღებაზე ვიყავი, სახლში ჩემი ცოლი და შვილები იყვნენ. სამზარეულო,დერეფანი, ტექნიკა, ყველაფერი დამწვარია. ფაქტობრივად, ქუჩაში ვარ. მხოლოდ საძინებლები გადარჩა. რას ვიზამთ, ვერც ისეთი დუდუ ვარ, როგორიც სერიალში“განაცხადა ჟურნალ „სარკესთან“ ალეკო ბეგლარიშვილმა.