“ჩემი შვილები, შესაბამისად – ამირან გამყრელიძის შვილიშვილები ჩვეულებრივ აგრძელებენ სკოლაში და ბაღში სიარულს”

საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქისრების პირველმა შემთხვევამ საზოგადოებაში საკმაოდ დიდი პანიკა გამოიწვია. პირველივე ღამეს, გარკვეული რაიონების სუპერმარკეტები პროდუქტებისგან დაცარიელდა, ქვეყანაში თითქმის არ იშოვება სამედიცინო პირბადეები და თუ იშოვება, გახუთმაგებული ფასით. მოსახლეობის ნაწილი სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეჩერებას მოითხოვდა.

არსებულ პანიკას, სოციალური ქსელით დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ვაჟი, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი ნიკოლოზ გამყრელიძე გამოეხმაურა:

“ჩემი სამივე შვილი, შესაბამისად ამირან გამყრელიძის სამივე შვილიშვილი (უფრო სწორად – ექვსივე, ანუ ჩემი დის შვილებიც) ჩვეულებრივად განაგრძობენ სკოლაში და ბაღში სიარულს, არანაირი შეზღუდვა ამ მხრივ არ აქვთ”.

კომენტარები

სხვა სიახლეები