“ჩემი ფეხი არ იქნება თქვენს ღირსშესანიშნავ ადგილზე”- რატომ გამობრუნდა მარტვილის კანიონთან მისული თამარ ივერი უკან

ოპერის მომღერალი თამარ ივერი მარტვილის კანონის  ფასებმა არღაშფოთა. ივერი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

“მარტვილის კანიონი!!!!
სამწუხაროდ,ზარმაზარი კორუფციის ბუდე!!
მაშინ როცა მთავრობა დაგვძახის საქართველოში დაისვენეთო….ვერ ვხვდები,ეს “დასვენება საკუთარი ” ხალხის დამატებით გატყავებაში გამოიხატება?
გუშინ,სტუმრებთან და ბავშვებთან ერთად ავედი მარტვილის კანიონის სანახავად.4 კაცი და 2ბავშვი ვიყავით და თითო კაცზე,ნავის ჩათვლით(ისე რა აზრი აქვს ნაპირებზე სეირნობას)….არც მეტი არც ნაკლები 1 კაცზე 26 ლარი მოგვთხოვეს.უცხოელს 35-40ლარს ვართმევთო.ბავშვები ნახევარი ფასიო(როცა მსოფლიოში 6წლამდე ბავშვები უფასოდ დაიშვება) ერთ ნავში 7კაცი ეტევაო და ანუ….რაღაც 15-20წუთი ნავით,ისიც მხოლოდ პირველ ჩანჩქერამდე “გაფხარკალება” 100ლარზე მეტი უნდა დაგვჟდომოდა.ესაა ყველა ტურ.ობიექტებზე “ტურიზმის რეალური ხელშეწყობა”! წარმომადგენელი მეუბნება:ქალბატონო,გვაქვს სამთავრობო დათვალიერების მხარეცო და თუ იცნობთ ვინმეს….ანუ,მიჰყავდა საუბარი იქეთ რომ,თუ ვინმეს “ზემოდან დავარეკვინებდი” უფასოდაც შეგვიშვებდნენ თურმე,ჩემი ქვეყნის მთა და ბარი რომ ვნახო,ან “ზემოთ” უნდა ვთხოვო ვინმეს,ან აბსურდული თანხები ვუხადო “სახელმწიფოს ობშიაკს”. შემდგომი ჩემი შეკითხვა იმ წარმომადგენლისადმი იყო….რას ხმარდება ეს ამხელა თანხები?აქაური ინფრასტრუქტურის გალამაზება-მოვლას?რაზედაც,იმ კაცმა ღიმილით და თვალის ჩაკვრით მითხრა “არა ქალბატონო რა ინფრასტრუქტურას,თბილისში მიდის ეს თანხებიო.ანუ,რეალურად ილექება “სადღაც,ვიღაცის ჯიბეში”! ეს არ ხმარდება თავად აქაურობას(!!!) ანუ,შენ მხოლოდ ბუნებრივი მთა და ბარის ნახვით აკეთებ ფულს,ამაში თეთრი არ გეხარჯება და ჩემი თანხა სადღაც გაურკვეველ მისამართზე მიდის თბილისში.და ისმის კითხვა,რატომ თბილისში????
ჩვენს იქ კამათში მოვიდა კიდევ ერთი ქართველი ოჯახი ბავშვებით,რომლებსაც ასევე შესვლა უნდოდათ.ფასის გაგების შემდგომ…მშობლების თვალებში საოცარმა სასოწარკვეთილებამ დაისადგურა და ბავშვებს უთხეს…არა,წავედით შვილო,არა გვაქვს ამის საშუალებაო.ბავშვების სახეზე საოცარი განხიბლვა აღიბეჭდა.გული დამეწვა მათი ყურებით და მიუხედავად იმისა რომ ჩემი მეუღლე უფრო “კანონმორჩილი” ბიჭია, სტუმრების გამო მოერიდა ასეთ “გარჩევას”წაიღო ხელი საფულისკენ რომ მაინც შევსულიყავით…..მე კი,გამოვბრუნდი და იმ ოჯახს სოლიდარობა გამოვუცხადე.წარმომადგენელს განვუცხადე:”პრინციპის ამბავია,თქვენი მაფიოზური სქემით და ქორვაჭრული ფასების ტარიფებით….ჩემი ფეხი არ იქნება თქვენს ღირსშესანიშნავ ადგილზე”მეთქი და უკან გამოვბრუნდი ჩემი სტუმრებიანად.აი ასე!!!!!!
დღეს უკვე აღარავინ არ არის არცერთი კანიონის თუ ნაკრძალის ნახვის ხამი!! მესმის ვიღაც კერძო ადამიანის ტერიტორია-ობიექტი ყოფილიყო და მეპატრონის ნებაა რა თანხას დაადებს,მაგრამ როცა სახელმწიფო გატყავებს ოფიციალურად თან ასეთი მაღალი ტარიფით,და თან შენი გადახდილი თანხა იქ მდგომმა მუშაკებმაც კი არ იციან სად და ვისთან ილექება…..წავალ და ტელევიზიით ან ინტერნეტში ვნახავ საკუთარი ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს და ვიღაცა ჩინოვნიკების ჯიბეს არა და არ გავამდიდრებ!!
კარგი იქნება თუ ტელევიზიის საგამოძიებო ჯგუფები დაინტერესდებიან,როგორც მარტვილის კანიონის…ისევე სხვა ტურისტული ობიექტების თანხების “მიღება/ჩაბარებების” საკითხით,რადგან ანალოგიური სიტუაციებია თითქმის ყველა სხვა “ღირსშესანიშნავ ადგილებში”.
მე თუ მკითხავ,საქართველოს გაღატაკებული მოქალაქისთვის შესვლა ყველგან ან უფასოდ ან სიმბოლური ფასი,1-2ლარი უნდა ღირდეს რომ მას სურვილი გაუჩნდეს მისი ქვეყნის ღირსშესანიშნაობების მონახულების და ბავშვების წაყვანის.ისედაც,იქამდე მისასვლელ საწვავში ეხარჯება საკმაო თანხა,მაგრამ მერე იმ NN ჩინოვნიკებს და “ადგილის კრიშებს” ჭამა ხომ უნდათ?
დროა,ასევე გაირკვეს უცხოეთის მოქალაქეებს სად რა ტარიფებს ახდევინებენ,რადგან ამ საკითხშიც დიდი განუკითხაობა და კითხვის ნიშნებია.ყველა ობიექტზე გემრიელად რომ აჭრიან ყურებზე ხახვს…ეგ ფაქტია!”

კომენტარები

სხვა სიახლეები